ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი

ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი, შესაძლოა პრობლემას უქმნიდეს პატარას, ვინაიდან ამ დროს, კბილის მინანქარი ცვდება და ეს კბილისა და ყბა-სახის ძვლების ტკივილს იწვევს. თუმცა არ უნდა შეშინდე, ბრუქსიზმი 10-დან 2-3 ბავშვში ვლინდება - საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად, ზრდასთან ერთად თავად ქრება.

პრევენცია თინეიჯერებისთვის

ბრეკეტები, სიბრძნის კბილები, სახის მოყვანილობა და ცუდი სუნი პირში ის რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ზრდასრულ ასაკში გადასვლისას მოზარდებს ხშირად აწუხებთ. შენი დღე დატვირთულია სკოლით, სამსახურით, სპორტით და სოციალური აქტივობებით. ამ დროს,  უსარგებლო საკვების მიღებაც გიწევს და თუ პირის ღრუს ჰიგიენასაც არასაკმარის ყურადღებას ანიჭებ სტომატოლოგიური პრობლემებო, როგორიცაა, მაგალითად, კარიესი, თავიდან რთული ასაცილებელია.  იმისათვის, რომ თინეიჯერობაში მიმზიდველი ღიმილით და ჯანსაღი კბილებით დატკბე, საუკეთესო საშუალება ბავშვობაში დაწყებული ორალური ჰიგიენის სწორი რუტინაა, თუმცა მასში ჩაბმა არასდროსაა გვიანი.

მავნე ჩვევები - საწოვარა

წოვის რეფლექსი ახალშობილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერად გამოიხატება
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!